17 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი ემზარ თევდორაძე აცანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ემზარ თევდორაძე აცანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
,,მოსახლეობასთან შეხვედრა ხშირად მაქვს, მაგრამ ამჯერად რეგლამენტი გვავალდებულებს საკრებულოს წევრებს ამომრჩეველს ჩვენს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარვუდგინოთ“, განაცხადა საკრებულოს წევრმა.
დეპუტატმა მოსახლეობას აცანაში განხორციელებული პროექტები გააცნო:
-შიდა გზები მოწესრიგდა ე. წ ,,კვიჭიძეების“, ,, თევდორაძეებისა“ და ,,წილოსნების“ უბანში, მოეწყო დამბები, რკინა-ბეტონის არხები, მილ-ხიდები, გარე განათება. 1 300 000 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს აცანის ცენტრში, ვინაიდან აღნიშნული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. გარემონტდა ბიბლიოთეკის შენობა,საბავშვო ბაღში-სამზარეულო, ჩვენი შუამდგომლობით მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 4 ოჯახს შევუძინეთ სახლი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მოსახლეობამ პრობლემების შესახებ ისაუბრა.
თინათინ ონიანმა მადლობა გადაუხადა დეპუტატს აქტიური მუშაობისთვის და სოფლის თანადგომისთვის.
გაიოზ ქანთარიამ სახლთან დამბის გაკეთება მოითხოვა.
მოსახლეობის მოთხოვნაა, ,,კვიჭიძეების“ უბანში და რეზო ქინქლაძის ეზოსთან ხიდის შეკეთება. საბავშვო ბაღის ფანჯრების გამოცვლა, კულტურის სახლის იატაკის შეკეთება. მათივე თქმით, აუცილებელია სკოლასთან გაკეთდეს მოძრაობის შემაფერხებლი .
ადგილობრივების მოთხოვნაა, ხე-ტყის მოპოვების და საქონლის ჩაბარებასთან დაკავშირებული ბარიერების გამარტივება.
დეპუტატი მოსახლეობას მაქსიმალურ მხარდაჭერას და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია