19 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი ელენე ნაჭყებია ჟორდანიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

31 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ელენე ნაჭყებია ჟორდანიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები გააცნო. ვრცლად ისაუბრა სოციალური კომისიის საქმნიანობის შესახებ, რომლის წევრი თვად გახლავთ. სოციალური კომისია ძირითადი საქმიანობის გარდა ქველმოქმედებას ეწევა, კომისიის წევრთა ჯგუფის მიერ მოხდა სოციალური პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების, სხვადასხვა ომებსა და კომფლიქტებში მონაწილე და შშმ პირებთან შეხვედრა მათი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
კომისიის წევრებმა და გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ადმინისტრაციამ ერთი სასიამოვნო დღე აჩუქეს სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „იავნანას“ აღსაზრდელებს. მგზავრობისა და კვების თანხა კომისიის წევრებმა თავიანთი დანაზოგით დააფინანსეს, აგრეთვე შეუძინეს სპექტაკლის ბილეთები ცენტრის ბავშვებსა და პედადგოგებს.
კომისიის წევრების სახელით ფინანსური დახმარება გაეწია ჯიხეთის დედათა მონასტერს.
მუნიციპალიტეტში 11 სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელშიც წლის ბოლომდე გაიხარჯება 400 000 ლარი.
კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისის ძალისხმევით სოციალურ პროგრამებს დაემატა სარეაბილიტაციო პროექტი, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალებისათვის, გამგეობის სამსახურმა კი უზრუნველყო მისი ცალკე პროგრამად ჩამოყალიბება.

მიმდინარე თვეში სოციალური კომისიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა და კომისიის სხდომაზე გამოიკვეთა პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურის კუთხით, მიმდინარეობს პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება.
დეპუტატმა ისაუბრა ასევე მიმდინარე წელს სკოლამდელ სასწავლო- ააღმზრდელო სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე. აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი გამოიყო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გარძელდა, მოსახლეობამ არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მოწესრიგდეს ქალქის იერსახე, აუცილებელია ქალაქის კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების კაპიტალური მოწყობა, გარე-ვაჭრობის დარეგულირება.
მოსახლეობის განცხადებით, საშიშროებას წარმოადგენს ყოფილი კინოს შენობა, აუცილებელია დროული რეაგირება.
როგორც დეპუტატმა მოსახლეობას აცნობა, მომავალი წლის ბიუჯეტში სოლიდური თანხა გამოიყოფა ქალაქის კეთილმოწყობისთვის.
დასასრულს მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს ყურადღებისთვის, საკრებულოს წევრი შეკრებილებს დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს ხელისუფლებამდე მიიტანს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია