17 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი ადამ ხუხუნაიშვილი ზემო აკეთის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

31 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საკრებულოს წევრი ადამ ხუხუნაიშვილი ზემო აკეთის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მათ გააცნო საკრებულოს კომისიებში მისი საქმიანობა, ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის აქტუალურ თემაზე, რომელიც ავტობანთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ,,ავტობანთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის მიზნით, საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრი გახლავართ. ჩემი წინადადება იყო, რომ კომპენსაციის თანხა გაზრდილიყო და სამუშაო ჯგუფმა გაითვალიწინა ჩემი ინიციატივა“, აღნიშნა დეპუტატმა.
საკრებულოს წევრმა მუნიციპალიტეტში და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტები გააცნო მოსახლეობას.
აკეთში მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო გარე-განათება, ლაღიძეების უბანში მოწესრიგდა გზა, გაგურში საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გარძელდა. მოსახლეობამ სოფლის პრობლემებზე ისუბრა.

შოთა ფიფაიშვილის განცხადებით, სოფლისთვის აუცილებელია გაზიფიცირების საკითხის მოგვარება.
ილია თოხაძის თქმით, აუცილებელია მოწესრიგდეს სოფლის ცენტრი, ძველი მარაღზიის დემონტაჟი განხორციელდეს, გარემონტდეს კლუბის ძველი შენობა.
ფერიდე ვაშაყმაძის განცხადებით, ,,ქანთარიების“ უბანში მიმავალი გზაა შესაკეთებელი. სანიღვრე არხები და გარე განათება მოსაწყობი.
მოსახლეობის განცხადებით პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. ასევე აუცილებელი პირობაა ფუნქციონირებდეს სამედიცინო პუნქტი და სოფელს ექიმი და ექთანი ემსახურებოდეს.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს ყურადღებისთვის და იმედი გამოითქვა, რომ მათი პრობლემები უახლოეს ხანში მოგვარდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია