14 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი კახაბერ გუჯაბიძე სოფელ ჭყონაგორის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

საკრებულოს წევრი კახაბერ გუჯაბიძე სოფელ ჭყონაგორის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა დამსწრეებს კომისიების, ფრაქციებისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ წამოყენებული წინადადებები და ინიციატივები გააცნო. საკრებულოს წევრმა ყურადღება გაამახვილა პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე მის მიერ ინიცირებულ პროექტზე:
,,საუბარს დავიწყებ მნიშვნელოვანი საკითხით. საქმე ეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების ,,ქართული ოცნება- მრეწველების“, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ , ,,ქართული ოცნება- კონსერვატორების“, ,,მაჟორიტარების“, ა(ა)იპ ,,საგარეო- ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც შეეხება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურის, ბაზილიკის აღდგენასა და ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს სხდომაზე ყველამ ერთხმად მოიწონა. ჯიხეთი ჩვენი სავიზიტო ბარათია და მიხარია, რომ ასეთი ერთსულოვნება გამოიწვია ამ საკითხმა. მინდა გაგაცნოთ, პროექტის დამტკიცებმდე მომხდარი უნმიშვნელოვანესი ფაქტი.
ჯიხეთის დედათა მონასტერს არქიმანდრიტ ანდრიას ბავშვობის მეგობარი რუის- ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი) სტუმრობდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძესთან ერთად შევხვდი.
მეუფემ მოილოცა სამება-ჯიხეთის კომპლექსი. დავათვალიერეთ ტაძრები, მეურნეობა. აღნიშნული პროექტი წმინდა სინოდის წევრმა მღვდელმთავარმა იობმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ და იღუმენია ირინემ ერთობლივად დალოცეს. არქიმანდრიტმა ანდრიამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისა და გულისხმიერებისთვის. აქვე დავამატებ, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზეც მოეწყობა ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ადგილები, ღირსშესანიშნაობები აღდგება და განახლდება. მომლოცველებსა და ტურისტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამება-ჯიხეთის სრულ ისტორიას, გაიზრდება ტურისტული ნაკადი და ინტერესი ამ ადგილისადმი, რაც მრავალმხრივ ასახვას პოვებს, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, აღნიშნა დეპუტატმა.

კახაბერ გუჯაბიძემ მოსახლეობას გააცნო მიმდინარე წელს მუინიციპალიტეტში და სოფელ ჭყონაგორაში განხორციელებული პროექტები.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გარძელდა. მოსახლეობამ არსებული პრობლემების შესაცებ ისაუბრა.
ამირან ჩაგუნავამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, მაგრამ მისასვლელ გაზაზე კარგი იქნება თუ რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა. ყოველ წელს იხრეშება, მაგრამ წვიმის შედეგად ირეცხება და შედეგიც არ ჩანს.
ქეთევან ჯორბენაძის განცხადებით, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს, საცხოვრებელ სახლს პრობლემა აქვს, საჭიროებს სამშენებლო მასალით დახმარებას. მისივე თქმით, განცხადებაც დაწერილი აქვს, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ არის.
მაია ბარამიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია, მცოცავი მიწაა, მისივე თქმით, მოსული იყო კომისია, და დასკვნის მოლოდინშია, იცხოვრება თუ არაა აღნიშნულ ადგილას.
დედა აკვირინეს თქმით, სოფელში მგლებია და კარგი იქნება თუ კვირაობით და დღესასწაულის დღეებში ტრანსპორტი დაინიშნება ლანჩხუთიდან ჯიხეთის მონასტრამდე.
სოფლიეს მოთხოვნაა გაზიფიცირება, ჩოლობარგში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა.
დასასრულს მოსახლეობამ საკრებულოს წევრს მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის. დეპუტატი მოსახლეობას სოფლისთვის პრიორიტეტული პრობლემების წარმოჩენას და მოგვარებას დაპირდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია