11 | 12 | 2018

წელს ლანჩხუთში 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტრდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა დავით წულაძემ ლესის საბავშვო ბაღი მოინახულეს.
"წელს ლანჩხუთში 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტრდა, სრულად გარემონტდა მაჩხვარეთის, გაგურის (აკეთი), ქვიანის, მამათის საბავშვო ბაღები, ხოლო ჯურუყვეთსა და წყალწმინდაზე ახალი ბაღები შენდება. გვინდა, რომ ლესაშიც ახალი საბავშვო ბაღი გვქონდეს" - გვითხრა ზაზა ურუშაძემ.
როგორც გაირკვა, სავარაუდოდ, სამომავლოდ ლესის ადმინისტრაციულშენობაში საბავშვო ბაღისთვის რამდენიმე ოთახის გარემონტებაა დაგეგმილი.
"კაპიტალურად ანაგები შენობაა, ეზოც კარგი აქვს, გარემონტების შემთხვევაში, ბაღისთვის საუკეთესო შენობა იქნება" - განაცხადა დავით წულაძემ.
ლესის საბავშვო ბაღი ამ ეტაპზე 57 პატარას ემსახურება. თუმცა შენობა მეტისმეტად ავარიული მდგომარეობაშია, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ახალი შენობის გამოძებნის საკითხი, მით უმეტეს, რომ ამჟამინდელი ბაღი ცენტრალურ მაგისტრალზეა განთავსებული და პატარების დაცვა საკმაოდ ძნელია.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია