17 | 12 | 2018

ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა

10 ნოემბერს ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ვეტერანი პოლიციელები ტრადიციულად შეიკრიბნენ პოლიციის სკვერში, გაიხსენეს კოლეგების ღვაწლი და დამსახურება მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, სკვერში არსებული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ ლანჩხუთელ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს, გაიხსენეს გარდაცვლილი პოლიციელები და მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია