14 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა

11 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.
წარმომადგენლებმა გამგებელს დღეს სოფლებში არსებული პრობლემები გააცნეს.
ბატონი ზაზა ასევე დაინტერესდა საშემოდგომო სამუშაოებით.
როგორც ირკვევა, თითქმის ყველა სოფელში ძირითადად დასრულებულია მოსავლის აღება. ასევე განიხილა მოსახლეობის საშეშე მერქნით მომარაგების საკითხი.
როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. განიხილეს მისი დაჩქარების ღონისძიებები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. 
ზაზა ურუშაძემ დაავალა წარმომადგენლებს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ სოფელში მიმდინარე სამუშაოებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მანდარინის რეალიზაციაზე. დაბალხარისხოვანი მანდარინის ჩაბარების შემთხვევაში მიმღები საწარმო იხდის 10 თეთრს, რომელსაც სუბსიდიის სახით სახელმწიფოს მიერ ემატება 10 თეთრი. თუ სად და როდის მოხდება მანდარინის ჩაბარება, ეს ინფორმაცია მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.
შეხვედრას მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, ინფარსტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია