11 | 12 | 2018

გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ჯურუყვეთში მშენებარე ბაღი მოინახულა

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ჯურუყვეთში მშენებარე ბაღი მოინახულა.
ჯურუყვეთში ბაღის შენობის მშენებლობისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 258 520 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „საბა“ აწარმოებს.
კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის 14 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
გამგებელმა მშენებელ ორგანიზაციას მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები მისცა.
„მშენებლობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს” - განუცხადა ბატონმა ზაზამ მშენებლებს, მათ სამუშაოს ტემპის გააქტირებისაკენ მოუწოდა და კატეგორიულად მოითხოვა სამუშაოების დაჩქარება.
გამგებელს ბაღის სამუშაოების დათვალიერებაზე თან ახლდნენ გამგეობის სამსახურების თანამშრომლები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია