15 | 12 | 2018

ლანჩხუთს სტიქია უტევს

წუხელ მოვარდნილმა ძლიერმა ღვარცოფმა დიდად დააზარალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. ადიდებულმა მდინარე სუფსამ აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები მეტისმეტად დააზარალა და შეაფერხა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ასევე სტიქიის გამო ჩაინგრა სოფელ გაგურში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი. 
სახურავი გადაძვრა აკეთის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული. სამზარეულოში წყალი ჩამოვიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე მოინახულეს სტიქიის ზონა და არსებული ვითარება შეისწავლეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია