15 | 12 | 2018

ლანჩხუთში ცნობილი მეცნიერი ალეკო ცინცაძე იმყოფებოდა

ლანჩხუთში ცნობილი მეცნიერი, 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი, დოქტორი წარმოშობით ლანჩხუთელი - ალეკო ცინცაძე იმყოფებოდა.
პროფესორმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ლექცია წაიკითხა, რომელსაც ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე, ამავე კომისიის წევრი, საკრებულოს დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე, ყოფილი პედაგოგები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრამ თბილ ვითარებაში ჩაიარა, სტუმარმა ყოფილ მასწავლებლებს მისივე ავტორობით გამოცემული წიგნები უსახსოვრა.
ლექცია შეეხებოდა იოანე-ზოსიმეს ხელნაწერს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" . დოქტორმა, ალიკო ცინცაძემ შეძლო მისი შიფრის გასაღების - ჰემატრიის მიგნება და აღდგენა, საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ ისაუბრა:
,,იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი რომ დაშიფრული ტექსტია, მეცნიერებაში ეჭვს არ იწვევდა. 130 წელი ქართულმა ენათმეცნიერებამ იმიტომაც ვერ გაშიფრა იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი, რომ მასში დასმული ამოცანა არც მიეკუთვნება კლასიკური გაგებით ენათმეცნიერების სფეროს. დაშიფვრის მეთოდი მოიცავს მათემატიკური ლინგვისტიკის, მათემატიკური ლოგიკის, მათემატიკური მოდელირების, რიცხვთა თეორიის პირველელემენტებს, ხოლო დაშიფრული ინფორმაცია, მათემატიკური, ასტრონომიული და კალენდარული ხასიათისაა“, აღნიშნა პროფესორმა.

ლექციის შემდეგ პროფესორს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ მხარეში კიდევ ერთხელ მოიპატიჟეს.
,,აქეთ ჩამოსვლა სულ მიხარია, რადგან ეს ჩემი განუყოფელი ნაწილია. თუ დღეს ჩემი საუბრით კმაყოფილი დარჩით ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან გურია და ეს მხარე ცნობისმყოვარეობით და ღრმა ანალიზით ოდითგან გამორჩეული იყო.“, განაცხადა ალეკო ცინცაძემ და დასძინა, რომ შემოთავაზებას იღებს და კიდევ ჩამოვა თავის საყვარელ ხალხთან შესახვედრად.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია