19 | 12 | 2018

სტიქიის ზონა მოინახულეს

13 ნოემბერს ლანჩხუთს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი ვასილ კაპანაძე ესტუმრნენ. ისინი გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან ერთად გაეცნენ 11 ნოემბრის შედეგად მუნიციპალიტეტში შექმნილ მდგომარეობას. ადგილზე დაათვალიერეს ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე წყალწითელას მიერ დაზიანებული სოფლის გზა.
შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც ინფორმაცია გადაეგზავნება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია