19 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 10 დამშრობი სისტემაა. მაგისტრალური და კოლექტორული არხების საერთო სიგრძე 177 კმ-ია, ხოლო წყალშემკრები არხების (მარეგულირებელი ქსელის) სიგრძე 1 519 კმ.
2013-2015 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა - 106,096 კმ.სამელიორაციო არხი. სულ შეკეთდა 52 ერთეული სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. უკვე დასრულდა სამელიორაციო სისტემების 2 სარეაბილიტაციო პროექტი ჯამური ღირებულებით 833 851 ლარი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დედაბერა-ნიგვზიანის მაგისტრალურ დამშრობ არხს და მთისძირა არხის და მასზე მოწყობილ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაშრობა. 
ამჟამად მიმდინარეობს მდ. ფიჩორის გასწორხაზოვნებული მონაკვეთების (წყალმიმღები და წყალგამყვანი) საპროექტო პროფილის ( გამტარიანობის გაზრდა) და მასზე მოწყობილი ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების II ეტაპი, პროექტის ღირებულებაა 1 355 000 ლარს შეადგენს. 
2016 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის პროექტის მიხედვით იგეგმება რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, რიონის მარცხენა სანაპირო მასივზე, ნიგოითის თემის სოფელ ჭყონაგორის და სოფელ ნიგოითის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 750 000 ლარია. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება დამატებით 480 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია