14 | 12 | 2018

ჭანჭათში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა

დღეს ჭანჭათში (აკეთის ადმინისტრაციული ერთეული) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა.
ტაძრის კურთხევას დაესწრნენ შემოქმედის მთავარეპისკოპოსი მეუფე იოსები, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), ლანჩხუთის სამღვდელოება, ასევე საერო ხელისუფლების წარმომადგენლები: გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და ხელისუფლების სხვა პირები.
"ამ ტაძრის აშენებაში ლომის წვლილი მიუძღვის წარმოშობით ჭანჭათელ ქალბატონს ნანა გოგუაძეს. ყველაზე დიდი მადლი ისაა, სოფელს ეკლესია, სალოცავი აუშენო. დღეს ამ სოფელზე დიდი მადლი გადმოვიდა ამ ეკლესიის კურთხევით" - აღნიშნა მეუფემ.
მეუფე იოსებმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს:
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ჩვენი დედა ეკლესიისთვის აკეთებთ. ეს მართლა საშვილიშვილო საქმეა და ღმერთი შეგიწირავთ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი მამულიშვილები" - ბრძანა მეუფემ. 
თავის მხრივ ბატონმა ზაზამ მეუფეს გაანდო თავისი დიდი სურვილი, მამათის ცენტრში ტაძრის აშენების თაობაზე, რისთვისაც კურთხევა მიიღო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია