10 | 12 | 2018

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სტიქიის შემდგომ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სტიქიის შემდგომ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მან მოინახულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაგურში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი; სტიქიის გამო 20-მდე კომლი მოწყვეტილი აღმოჩნდა სამანქანო გზას. გუბერნატორი სოფელ აკეთში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებსაც გაეცნო და მუშათა დროებითი საცხოვრებელი დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაპროექტება უკვე დაწყებულია და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ჩატარდება.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია