11 | 12 | 2018

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის 9 თვის ანგარიში მოისმინა, რომლის შესახებ ამავე სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ ისაუბრა.
,,ურბანიზაციის და არქიტექტურის განყოფილების მიერ 9 თვის განმავლობაში გაცემულია 7 ნებერთვა, შეთანხმდა 8 პროექტი, ექსპლოატაციაში აყვანილია 12 ობიექტი. ამავე განყოფილებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შემოვიდა 7988 ლარი.
საპროექტო განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში დააპროექტა 211 ობიექტი რომლის საერთო ღირებულებაა 2 979 298 ლარი, აქედან სოფლის მხარდაჭერის პროექტით გათვალისწინებული 147 ობიექტი 817 447 ლარის ღირებულებით, სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული 16 პროექტი 179 038 ლარის ღირებულებით. ამის გარდა სამსახური ზედამხედველობას ახორციელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე“, განაცხადა ლევან ჩხაიძემ. 
მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 11 მილიონი ლარის პროექტები სრულდება. 
კომისიის სხდომაზე მოწვეული იყო ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექ-სერვისის დირექტორი ნუგზარ ცინცაძე. მისი განცხადებით, სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს, ამიტომ აუცილებელია შესრულებულ პროექტებზე დაწესდეს მკაცრი კონტროლი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია