17 | 12 | 2018

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო ბიუროს წევრებს.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტექნიკური პერსონალის ზრდას 3 საშტატო ერთეულით.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 700 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.
მიმდინარე წელს 200 ათასი ლარით გაიზარდა ჩოჩხათი-გულიანის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სუფსის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოიყო 50 ათასი ლარი, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების შემცირების ხარჯზე, მრავალშვილიანი, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების, ბიკარბონატული ჰემოდიალეზით- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამები.
„ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ , რომლის თანახმად ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა ხდებოდეს, როგორც ოფიციალურ გვერდზე, ადმინისტრაციულ შენობაში,სტენდებსა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ცვლილების არსი ეხება ტექნიკური მუშაკების (დამლაგებელი, მძღოლი, მდივანი) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დამხმარე მოსამსახურეების რანგში დამატებას.
ბიუროს სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითოეული საკრებულოს წევრის მიერ 2015 წელს ამომრჩევლებისათვის ანგარიშის წარდგენის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, წარმატებულად მიმდინარეობდა საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა, რაც ასევე აქტიურად შუქდებოდა ადგილობრივ პრესაში. მოსახლეობიდან შემოსული მოთხოვნები და წინადადებები გამგეობის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნათ შემდგომი რეაგირებისთვის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად გადაიგზავნა შესაბამის ფრაქციებსა და კომისიებში.
საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 27 ნოემბერსა 11 საათზე გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია