- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 16:55
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე იმ მოქალაქეების განცხადებები განიხილეს, რომლებმაც კომისიას საკუთრების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
წარმოდგენილი საბუთებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე 16 შემოსული განცხადებიდან კომისიამ შვიდი განაცხადი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა, ოთხს უარი ეთქვა. დანარჩენ განაცხადს დაუდგინდა ხარვეზი, მოქალაქეებმა დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.
