- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 10:11
როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ გვაცნობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის 2 მლნ. 065828.57 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტირდა: ქვემო აკეთის, ხაჯალიის, ქვიანის, ახალსოფლის, შრომისუბნის, სუფსის, წყალწმინდის, ჩიბათის (ჭალის კორპუსი),სუფსა (ტაბანათის კორპუსი), ჯურუყვეთის №1 საჯარო სკოლები.
ამ დროისათვის მიმდინარეობს: ლესის, შუხუთის, ჭანჭათის, მამათის, ღრმაღელისა და ქალაქ ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
