17 | 12 | 2018

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომა გაიმართა

18 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სხვა ძირითად საკითხებთან ერთად 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს და გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს.
ფრაქციის წევრების განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში გამორჩენილია ფრაქციების მიერ ინიცირებული და საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროექტი, რაც სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ტურისტულ-რეკრეაციული ზონის რეაბილიტაციას გულისხმობს. აუციელებლია პროექტი შევიდეს ცალკე, ან გათვალისწინებული იქნას ა(ა)იპ ,,საგარეო- ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ ბიუჯეტში. აღნიშნული ცენტრის ბიუჯეტი გაიზარდოს 96 ათასი ლარით, რაც სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის მისასვლელი გზიდან მენელსაცხებლე დედათა სახელობის ტაძრამდე საფეხმავლო ქვის კიბის მოწყობისთვისაა საჭირო. ასევე აღინიშნა 
მომავალი წლის ბიუჯეტით ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმის რეაბილიტაციის აუცილებლობა. 
ფრაქციამ შენიშვნები გამოთქვა საფეხბურთო კლუბ ,,გურიასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, მომავალ წელს ნაკლები თანხა უნდა მიეცეს კლუბს ფუნქციონირებისათვის და გარკვეული შედეგების შემდეგ მოხდეს დაფინანსების გაზრდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია