10 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისის სხდომა გაიმართა

18 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისის სხდომა გაიმართა.
კომისიამ ხუთი ძირითადი საკითხი განიხილა. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ორ საკითხზე - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. საკითხის თანახმად, ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა ხდებოდეს, როგორც ოფიციალურ გვერდზე, ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე სტენდებსა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე საინფორმაციო დაფებზე. 
კომისიამ ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ წესდებაში შესატანი ცვლილება განიხილა. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ბიუროს სხდომაზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს მდივანი ან მოადგილე. 
კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების შესახებ იმსჯელა. საკრებულოს წევრების მიერ გასულ თვეში აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია