11 | 12 | 2018

ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა

18 მოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა.
ფრაქციამ მხოლოდ ერთი ძირითადი საკითხი - 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
ფრაქციის წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მათი განცხადებით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი სახელფასო ფონდს მოიცავს, განსაკუთრებით ა(ა)იპიების შემთხვევაში. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იზრდება აიპიების ( სარაგბო სკოლის , ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და ა.შ ) დაფინანსება, თუმცა ჯანდაცვა და სოციალური პროექტები ნაკლები თანხით ფინანსდება. ფრაქციას ასევე არასწორად მიიჩნია საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება. 
გარდა ამისა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში არ იქნა გათვალისწინებული საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროექტი, რომელიც სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობდა. 
წევრების განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ბევრი შენიშვნაა გასათვალისწინებელი, რადგან ბიუჯეტი მიზან-შედეგობრიობაზე უნდა იყოს მიმართული.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია