11 | 12 | 2018

წყალწმინდის ხიდი გახსნეს

19 ნოემბერს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წყალწმინდაზე სახიდე გადასასვლელი გახსნა.
სოფელ წყალწმინდის შიდა სასოფლო გზაზე სახიდე გადასასვლელი 27 მეტრი სიგრძისაა. ღირებულება 444 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები შპს „სახარიამ“ შეასრულა. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დაიწყო.
ბატონი გია გამგებელთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
"წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა. ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო გადაადგილება, მოწყვეტილი ვიყავით დანარჩენ სოფლებს. ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანეს და ასეთი კარგი ხიდი გაგვიკეთეს“ - განუცხადეს წყალწმინდელებმა მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გურიის გუბერნატორს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია