11 | 12 | 2018

18 ნოემბერს ლანჩხუთში იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი

18 ნოემბერს ლანჩხუთში იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე.
მან, როგორც ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, დიდი ინტერესით დაათვალიერა გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლეთის ბაზა მხოლოდ ახალი ხელისუფლების პერიოდში დაბრუნდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მისი რეაბილიტირება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 350 ათასი ლარი იყო, შპს "modern archireqtural group"-ი ასრულებდა.
ბატონმა კახიმ ნანახით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გრიგოლეთის ბაზა მართლაც ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს ქართული ფეხბურთის აღორძინებას.
ვიცე-პრემიერს გრიგოლეთის ბაზაზე გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც ახლდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია