15 | 12 | 2018

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა სამედიცინო ეტლები მიიღეს

19 ნოემბერს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა სამედიცინო ეტლები მიიღეს.
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციის დახმარებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აცანისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორ პირს ეტლი საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.
„-მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის " ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია კვეზერელს. აღნიშნულ ორგანიზაციასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება.“_ განაცხადა გამგებელმა.
ბენეფიციარების ოჯახის წევრებმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს ყურადღებისათვის.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია