11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით სამხატვრო სკოლას მისი დამაარსებელის მხატვარ ვილი ბარამიძის სახელი მიენიჭა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით სამხატვრო სკოლას მისი დამაარსებელის მხატვარ ვილი ბარამიძის სახელი მიენიჭა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სკოლამ საზეიმო ვერნისაჟი გამართა, რომელსაც სამხატვრო სკოლის პედაგოგი ეკა წილოსანი უძღვებოდა. ღონისძიებას მხატვრის ოჯახის წევრები- მეუღლე, ციცო ჯავაშვილი, შვილები ფატი და ჯაბა ბარამიძეები და შვილიშვილები ესწრებოდნენ.
სამხატვრო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდიმარე, გიორგი ხელაძე,სოციალურ საკითხთა, განათლების კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ია ჩხაიძე, საკრებულოს წევრები- დარეჯან ბურჭულაძე და ნონა მურვანიძე, გამგეობის სოციალური სამსახურის , კულტურის ცენტრის, მუზეუმების, სამუსიკო სკოლის, ადგილობრივი რესურსცენტრის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 
დღევანდელ ვერნისაჟზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ვილი და ფატი ბარამიძეების ფერწერული ტილოები, ასევე სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრები.
ღონოსძიებაზე ვილი ბარამიძე გაიხსენეს როგორც ნიჭიერი ხელოვანი და მასწავლებელი, უაღრესად კულტურული, განათლებულ, ამავე დროს ძალიან თბილი და უბრალოებით სავსე ადამიანი, რომელიც ცდილობდა ნიჭიერ მოსწავლეთა აღმოჩენას, მათი მხატვრული გემოვნებისა და ოსტატობის განვითარებას. 
,,დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი მუნიციპლიტეტისთვის, ვილი ბარამიძის სახელის მინიჭებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს სკოლას, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. მე მერგო მისი ცნობის დიდი პატივი. მეგობრული, მოკრძალებული და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მინდა ქალბატონ ია ჩხაიძეს და მის კომისიას მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“. 
მხატვრის მეუღლემ და შვილებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას, სამხატვრო სკოლის მთელ შემადგენლობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გაისარჯა ამ კეთილი საქმისთვის .


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია