14 | 12 | 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

ნარჩენების განთავსება და მათი პირდაპირი განადგურება (მაგალითად, ფოთლების დაწვით) სახიფათოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსათვის. საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსათვის უსაფრთხო გზით დამუშავებას.
კანონის თანახმად აკრძალულია ნარჩენების გარემოში დაგდება და მიტოვება, რაც ისჯება კანონით. კერძოდ, 2კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოპიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში _ შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმეას 120 ლარის ოდენობით და ა.შ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია