11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

20 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც გარდა კომისიის წევრებისა, ა(ა)იპიების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.
კომისამ 4 ძირითადი საკითხი განიხილა, უმეტესი დრო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმო.
2016 წლისთვის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
კომისიამ ა(ა)იპიების ხელმძღვანელებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. 
კომისიის სხდომაზე გარკვეული შენიშვნები და წინადადებები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. წევრების განცხადებით, გარკვეულ პროგრამებში ცვლილებების შეტანაა საჭირო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია