19 | 12 | 2018

ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე 20 ნოემბერს ლანჩხუთში იმყოფებოდა

13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა გამომცემლობა „კოლორადო პრინცი“, რომლის პარტნიორი ასოციაცია "იმსას" ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე 20 ნოემბერს ლანჩხუთში იმყოფებოდა.
როგორც ქალბატონმა მანანამ განაცხადა, "კლორადო" საკმაოდ დიდი გამომცემლობა გახლავთ. სტიქიამ აბსოლუტურად გაანადგურა ყველაფერი.
- ჩვენთან მოვიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ვეტერანების ჯგუფი, რომელსაც შოთა ფირცხალაიშვილი ედგა სათავეში. ამ ადამიანებმა მართლაც დიდი სამუშაოები ჩაატარეს, გაწმინდეს და გაასუფთავეს შენობა. მინდა კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა გადავუხადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს, ბატონ შოთა ფირცხალაიშვილს ამ დიდი დახმარებისთვის, - აღნიშნა სტუმარმა.
ამჟამად ქალბატონი მანანა ლანჩხუთელი პედაგოგებისთვის ტრენინგს ატარებს თემაზე: რუკებისა და მულტიმედია ტექნიკის გამოყენება ისტორიის გაკვეთილებზე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია