10 | 12 | 2018

შუხუთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაული აღინიშნა

23 ნოემბერს შუხუთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაული აღინიშნა.
საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იოსებმა (კიკვაძე) აღავლინა. წირვას ლანჩხუთის და არა მარტო სამღვდელოება ესწრებოდა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
შუხუთის ტაძრის ეზო მომლოცველებს ვერ იტევდა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პატარების სიჭარბე.
წირვის დასასრულს მეუფე იოსებმა სრულიად საქართველოს და ტაძარში შეკრებილ ადამიანებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და დალოცა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია