19 | 10 | 2018

ლესაში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრნა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მცირე საოჯახო ტიპის სახლი ბავშვებთან ერთად გახსნეს.

მასში 6-დან 13 წლამდე ასაკის 8 მზრუნველობამოკლებული ბავშვი იცხოვრებს. აღსაზრდელებზე 24 საათის განმავლობაში ზრუნებს 2 ძირითადი (დედობილ-მამობილი) და 2 ჩამნაცვლებელი (დეიდა-ბიძა) მზრუნველი.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დონორებიის დახმარებით კეთილმოაწყო. ორგანიზაციაევრიჩაილდმა მომსახურების წარმატებული ფუნქციონირებისათვის, ძირითად და ჩამნაცვლებელ მზრუნველებს ტრენინგები ჩაუტარა.

ბავშვები იმყოფებიან ოჯახურ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და მატერიალურ საჭიროებებს, ისწავლიან ადგილობრივ საჯარო სკოლაში და ჩაერთვებიან სამოქალაქო აქტივობებში.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია