14 | 12 | 2018

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლოდროინდელი სტიქიის სალიკვიდაციოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მთავრობის გადაწყვეტილებით700 ათასი ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე ყველა იმ მონაკვეთში, რომელიც სტიქიამ სერიოზულად დააზიანა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და შეფასებებიც გააკეთა.
"სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ მთავრობის დახმარებით ჩვენ ვაგვარებთ პრობლემებს ყველა სოფელში" - აღნიშნა გამგებელმა.
ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრის, გოჩა სულაბერიძის ეზოში სანიაღვრე არხი კეთდება, რისთვისაც ბატონი გოჩა ხელისუფლებას დიდად ემადლიერება:
- წვიმა პირდაპირ სახლში შემოდიოდა და ოთახებს ტბორავდა. ახლა კი ამ არხის წყალობით მსგავსი პრობლემა აღარ გვექნება. დიდი მადლობა ხელისუფლებას დახმარებისთვის, - გვითხრა გოჩა სულაბერიძემ.
ჯურუყვეთში მუკბანიანების ეზოსთან გაბიონი კეთდება. ოჯახის მასპინძელმა გვითხრა, რომ მდინარე წვიმის დროს ისე დიდდებოდა, ეზო წყლით იტბორებოდა:
- ერთხელ საქონელიც კი მეზობელთან გადავდენე იმის შიშით, რომ წყალს არ დაეხრჩო, - გვითხრეს მასპინძლებმა, რომლებმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვეს სამუშაოებით.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია