14 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს სხდომა გაიმართა.
განხილული საკითხები შეეხებოდა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაც გულისხმობს გამგეობის ტექნიკური პერსონალის ზრდას 3 საშტატო ერთეულით.
საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. 
ფრაქციის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ იმსჯელეს. ფრაქციის განცხადებით პროექტში ცვლილებებია განსახორციელებელი, ვინაიდან თანხები პრიორიტეტების შესაბამისად უნდა იქნას მიმართული.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია