14 | 12 | 2018

გამგებლის მოადგილემ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა

25 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ სპეციალისტებთან ერთად დასრულებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოჭორიშვილების ეზოსთან ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემდეგ ლერი და გოჩა ჩხაიძეების ეზოსთან ნაპირსამაგრი სამუშაოები შეამოწმა. ჩხაიძეების ეზოსთან 80 მეტრიანი ყორე-ქვის გაბიონის აშენდა.საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, რადგან მდინარე აცაურამ მთლიანად წაიღო ჩხაიძეების ეზოს ერთი ნაწილი.
აკეთსა და მამათში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ხოლო ჩოჩხათში ბატონმა ნუგზარმა ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდის სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული სამუშოები შპს „ჰორიზონტმა“ შეასრულა.
როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, ყველა ობიექტზე სამუშაოები დასრულებულია და შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია