17 | 12 | 2018

პრემიერა ლანჩხუთის თეატრის სცენაზე

30 ნოემბერს, 18 სთ.-სა და 30 წთ.-ზე ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერთი წარსდგება. ნაჩვენები იქნება ლაშა ბუღაძის პიესა "ნაფტალინი", რომლის დამდგმელი რეჟისორი დავით წერეთელია.
მონაწილეობენ: თეკლა დვალიშვილი, გრიგოლ ჯაფარიძე, ირაკლი კალანდარიშვილი, მარი ზარიძე, გურამ იმნაძე, გია ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ თადუმაძე, ლელა ჭეიშვილი, ნანა შაინიძე, პაატა კაცაძე, ვაჟა გობრონიძე, თამუნა მოისწრაფეშვილი, მარიამ სურმანიძე, მირანდა ცეცხლაძე, ეკატერინე სანიკიძე, ინგა სარჯველაძე, ლიკა ებრალიძე.
პიესა ერთმოქმედებიანია. მხატვრობა ეკუთვნის შოთა ჭყონიას, ხოლო სპექტაკლის ქორეოგრაფია ირაკლი ჩახვაძე.
უნდა ითქვას, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლანჩხუთში თეატრი გაცოცხლდა. მსახიობებისა და რეჟისორის დამსახურებაა, რომ სპექტაკლი მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე იყო გენერალური რეპეტიციის დროს და დარწმუნებულები ვართ, პრემიერა გაცილებით უკეთესი იქნება.
ლანჩხუთი დიდი პრემიერის მოლოდინშია.
პ.ს. აქვე დავძენთ, რომ ლანჩხუთი თეატრალური წარსულისა და ძალიან ფაქიზი გემოვნების მაყურებლების გამო, ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს თავისი თეატრი და ჰყავდეს დასი, რომელიც არაერთ სიხარულს მოუტანს ლანჩხუთელებს. დავით წერეთლის "ნაფტალინი" ამის ნათელი მაგალითია.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია