21 | 11 | 2017

ნინოშვილის მუზეუმში ადმინისტრაციულ შენობას ცვლიან

ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ადმინისტრაციული შენობა შეიცვალოს და იქ ადმინსიტრაციის გარდა, ერთ ოთახში მუზეუმის უნიკალური ფონდი განთავსდეს.
მუზეუმი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს.

ყოფილი ადმინისტრაციული შენობა იმენად ავარიულ მდგომარეობაშია, მხოლოდ დაშლას ექვემდებარება. მის ადგილას იგეგმება ახალი ბელეტაჟის ტიპის შენობის დადგმა, რისთვისაც პროექტი უკვე შედგენილია და მალე ტენდერიც გამოცხადდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა