24 | 01 | 2018

გამგებელმა მეხანძრეებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობას ადგილზე გაეცნო და მეხანძრეებს გაესაუბრა.

გიორგი გოგუაძის თქმით, მათ მეტად მნიშვნელოვანი სამსახური აქვთ და დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ძალა, ენერგია სჭირდება და საკმაოდ მომზადებულები უნდა იყვნენ. გამგებელმა მეხანძრეებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაგეგმილია შენობის რამდენიმე ოთახისა და სასწავლო დარბაზის რემონტი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, კახა ჯინჭარაძის განცხადებით, მაქსიმალურ ყურადღებას გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან. სამსახური გამართულად მუშაობს, ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეთა და მათი ქონების გადარჩენისთვის.

გამგებელმა მეხანძრეებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქაუთენფართ ინტერნეშენელისგან“ (დირექტორი ირაკლი სარალიძე) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა. ორგანიზაცია უკვე ორი წელია თანამშრომლობს მუნიციპალიტეტთან და რამდენიმე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა