11 | 12 | 2018

პრობლემას ჩინური კომპანია უახლოეს დღეებში მოაგვარებს

რამდენიმე დღის წინ ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა ითხოვა. ადგილზე ჩავიდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე. გამგებლის წარმომადგენელმა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ ჩუბინიძემ ბატონ ნუგზარს გააცნო მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრობლემები.
შეხვედრაზე ითქვა, რომ გზა, რომელიც კარიერთან მიდის, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, რადგან სისტემატურად ხდება კარიერიდან მძიმე ტექნიკით საამშენებლო მასალის გატანა, გზა დაზიანდა და ფაქტობრივად, გავლა შეუძლებელია.
მოსახლეობა გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა კომპანიასთან, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, საკითხი კვლავ მოუგვარებელი დარჩა. გარდა ამისა, ღრმაღელეში პრობლემად რჩება სასმელი წყლის საკითხი. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015 წელს გაკეთდა სათავე ნაგებობა, შეძენილია სპეციალური ავზიც, თუმცა საჭიროა მილების შეძენა, რომელიც მომავალ 2016 წელს მოხდება.
გზასთან დაკავშირებით გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძის ინიციატივით, გამგეობაში მოწვეულ იქნა ფირმა „ოქროს ქვას“ პრეზიდენტი ჯინლოგ გაო. შეხვედრას ესწრებოდა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე. მათ ერთობლივად გააცნეს ბატონ ჯინლოგს ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი მდგომარეობა. 
როგორც ჩინური კომპანია „ოქროს ქვის“ პრეზიდენტმა განაცხადა: „- ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის პრეტენზიებს. მაქსიმუმ ერთ კვირაში აღნიშნულ გზაზე დაზიანებული ხიდები აღსდგება და გზა მოიხრეშება, ასევე მოხდება სანიაღვრე არხების ამოწმენდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს.“


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია