11 | 12 | 2018

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგი საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილების პროექტები, რომელებიც შეეხებოდა გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა- ტექნიკური მუშაკების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დამხმარე მოსამსახურეების რანგში დამატებას.
საკრებულომ მხარი დაუჭირა პროექტებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. 
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , დადგენილებაში შესული ცვლილება საკრებულომ დაამტკიცა, მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 700 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.
ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დამატებით 350 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. 
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას საკრებულომ შენიშვნებით დაუბრუნა შემდგომი დამუშავებისათვის. 
საკითხს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა 2016 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების“ შესახებ საკრებულომ მხარი დაუჭირა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია