10 | 12 | 2018

წყალმომარაგების სისტემის მოწყობისამუშაოები გამგებელმა დაათვალიერა

30 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ლევან ჩხაიძესთან ერთად ნიგვზინსა და ჩიბათში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში 20 წლის განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელი იყო. დღეს უკვე 100 ოჯახი სასმელი წყლით სარგებლობს. სამუშაოები შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მა შეასრულა. პროექტით გათვალისწინებული თანხა 226 947 ლარს შეადგენს.
წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა ნიგვზიანელებისთვის დღეს უკვე აღარ არსებობს. 
რაც შეეხება ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულს, სოფელ ჭალის მცხოვრებლები თითქმის 40 წელია სასმელი წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილნი. 100 ოჯახს დღეს უკვე ეს პრობლემა მოეხსნა. სოფელ ჭალის მცხოვრებლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს მადლობას უხდიან დახმარებისა და ყურადღებისათვის.
„-40 წელია ამ სოფელში წყალი არ ყოფილა. ყოველთვის, ყველა არჩევნებზე გვპირდებოდნენ გაკეთებას, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ მჯეროდა, რომ ჩვენს სოფელს სასმელი წყალი ოდესმე ექნებოდა. “_განაცხადა ჭალის მცხოვრებმა დავით ილურიძემ.
სამუშაოები შპს „უნივერსალ ჯორჯიამ-2008“-მ შეასრულა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია