19 | 12 | 2018

ახალგაზრდულმა საკრებულომ ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-მ პროექტისთვის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ლანჩხუთში ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო. ამ მიზნით დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლები და თანადამფუძვნებელი გიორგი მღვდელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პროექტის მიზნის, ამოცანისა და მომავალი საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროექტში ჩასართავად შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს სხვადასხვა სფეროში. გაეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს და კომისიების მუშაობის სპეციფიკას და საშუალება მიეცემათ აღნიშნულ სფეროში უფრო მეტი განათლება მიიღონ. 
ორგანიზაციის მცდელობაა გამოავლინონ ლიდერი ახალგაზრდები, რომლებიც გარკვეულ წვლილს შეიტანენ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაში. ახალგაზრდების ჩართულება მიმდინარე პროცესებში გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას ადგილობრივ თვითმართველობებში, რაც დამატებით კვალიფიციურ საკადრო რესურს წარმოადგენს.
შეხვედრას რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია