10 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტს ეხმაურება და მას ვანდალურს უწოდებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტს ეხმაურება და მას ვანდალურს უწოდებს.
"ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ ზაალთან, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია. მომხდარით შეძრწუნებული ვარ. რა შეიძლება ვუწოდო ამ ფაქტს, გარდა ვანდალურისა. ამ ფაქტით შეურაცხყოფილია არა მხოლოდ ზაალ მამალაძის ოჯახი, არამედ სრულიად გურია, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი.
სამართალდამცავმა უწყებებმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოიძიონ საქმე, სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, ეს მათი და ჩვენი პრესტიჟის საკითხია.
ჩვენ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულის ოჯახს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა" - აღნიშნავს ზაზა ურუშაძე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია