10 | 12 | 2018

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე კოლეგის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტს ეხმაურება და მომხდარს შემაძრწუნებელს უწოდებს

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე კოლეგის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტს ეხმაურება და მომხდარს შემაძრწუნებელს უწოდებს.
"მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ ზაალთან, ამ ფაქტის შემდეგ ვესაუბრე კიდეც მას. გაოგნებული ვარ მომხდარით, ეს იყო ნამდვილად შემაძრწუნებელი ამბავი ყველასთვის. სამართალდამცავმა უწყებებმა რაც შეიძლება მალე უნდა გაატარონ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები და უზრუნველყონ დამნაშავეების დაპატიმრება. მალე უნდა გაირკვეს, სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე- მართლა ყაჩაღობასთან თუ სხვა რამესთან. არ უნდა შევუწყოთ ხელი საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომის გაღვივებას", _ აცხადებს გიორგი ხელაძე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია