24 | 01 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ გახსნა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

ძირითადი მომხსენებელი იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავა იყო, რომელმაც რამდენიმე საკითხი გამოიტანა განსახილველად. მათ შორის:  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების,  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების, 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის, სოციალურ–კულტურულ ღონისძიებათა  პროგრამების დაფინანსების წესთა დამტკიცების, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის: მაჩხვარეთისა და შუხუთის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.

ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების, შპს ლანჩხუთი–სერვისის  წესდებაში ცვლილების შეტანისა და ლანჩხუთი–კეთილმოწყობის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ.

როგორც აღნიშნა, ლანჩხუთი–კეთილმოწყობის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა–პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაუდებელი აუცილებლობიდან (სტიქიური მოვლენების შედეგად) გამოწვეული სიტუაციების აღმოფხვრა.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა