14 | 12 | 2018

„გურიის მოამბე“ ჩვეულ ხერხს მიმართავს და სიცრუისა და ტყუილის მორიგ ტირაჟირებას ახდენს

„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე მორიდი დეზინფორმაცია გამოქვეყნდა სათაურით „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი გახდა“.
„უკვე რამდენიმე თვეა, ადგილობრივები საკუთარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვებისათვის საძოვრებად იყენებენ,“ - აღნიშნულია სტატიაში, რაც სხვა თუ არაფერი, თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, „გურიის მოამბე“ ჩვეულ ხერხს მიმართავს და სიცრუისა და ტყუილის მორიგ ტირაჟირებას ახდენს. საქმე იმაშია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქის სკვერებში გადაადგილებას თვალყურს ადევნებს ა(ა)იპ „ლანჩხუთი სერვისი“. იმის გამო, რომ პირუტყვმა სკვერები და გაზონები არ დააზიანოს, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში დასაქმებულები არიან მეველეები, რომლებიც დილის რვა საათიდან ღამის პირველ საათამდე პატრულირებენ ქალაქში და მორიგეობაც აქვთ დაწესებული.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი მეველეები მორიგეობენ ქალაქის ტერიტორიაზე, მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ცენტრში აღარ თარეშობს“ - გვითხრა ა(ა)იპ „ლანჩხუთი სერვისის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ჭიჭილეიშვილმა.
კარგი იქნებოდა, გამომცემლობას ინფორმაცია უშუალოდ თენგიზ ჭიჭილეიშვილთან გადაემოწმებინა, მაგრამ ამაოდ, რადგან „გურიის მოამბის“ ჩვეული სტილია გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება.
აქვე დავძენთ, რომ საძოვრებიდან გადმოდენის შემდეგ საქონელი გადმოკვეთს გამგეობის წინ მდებარე სკვერს, თუმცა მეველეები დროულად იღებენ ზომებს და პირუტყვს ქალაქის ცენტრში არ აჩერებენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია