14 | 12 | 2018

სამუშაოების 70 პროცენტი უკვე დასრულებულია

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ინფრასტრუქტურის საკითხებზე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და შესყიდვების განყოფილების თანამშრომლებს თათბირი ჰქონდათ.
თათბირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ისაუბრეს.
გაირკვა, რომ სამუშაოების 70 პროცენტი უკვე დასრულებულია.
როგორც თათბირზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტმა ბოლო დროის სტიქიის სალიკვიდაციოდ დამატებით კიდევ 350 ათასი ლარი მიიღო, რომლითაც შესასრულებელი სამუშაოები სულ მალე დაიწყება.
უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ დროისთვის 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს იხილავს და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებიც სამინისტროში უკვე გადაგზავნილია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია