19 | 12 | 2018

3 დეკემბერს შ.შ.მ. პირთა უფლებების დღე აღინიშნება

მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!-ამ სლოგანით 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნება.
ათწლეულებია ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.
ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ინიციატორი "პროგრესის ვექტორი" იყო. პროექტი გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ დაფინანსდა. აჩვენეს ფილმი, რომლის შემდეგაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად.მოეწყო მისი განხილვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია ჩვენი განვითარების წინაპირობაა. სამწუხაროა, საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს ადამიანები მიიღოს თანაბარუფლებიან წევრებად" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია