15 | 12 | 2018

ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

4 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამგეობის, საკრებულოს და კულტურის განყოფილების მხარდაჭერით საპროდიუსერო კომპანია “ჯადოსნური ხმები“-ის და ინტერნეტ-ტელეკომპანია „ვარსკვლავების“, STARS.GE-ის, შონი TV-ს ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
მონაწილეობედნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები : ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე,ზურაბ კობეშავიძე, ბიძინა მახრაძე,ზურა დოიჯაშვილი, თემურ წიკლაური.
კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია