11 | 12 | 2018

დღეს ახალგაზრდულმა საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“, რომელიც მე-10, მე-11, მე-12 კლასელებით დაკომპლექტებულ ახალგაზრდული საკრებულოს შექმნას ითვალისწინებს.
დღეს ახალგაზრდულმა საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა, სადაც თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს. პროექტის მონაწილეებმა სამომავლო საქმიანობის შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის შემდეგ ფარული კენჭისყრით მოხდა კანდიდატების გამოვლენა. 
თამთა ბზეკალავა, ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, თამარ სივსივაძე, თავმჯდომარის მოადგილე, ჩოჩხათის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. 
პროექტის მონაწილეებს, ახალარჩეულ თავმჯდომარეს და მოადგილეს გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა, ქეთევან ებრალიძემ წარმატებები უსურვა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 
ახალგაზრდული საკრებულოს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭულუხიძემ:
,, დღეს შეხვედრა გვქონდა ლამჩხუთის ახალგაზრდებთან,მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები და ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდა დეპუტატებს იმ საქმიანობაში და იმ გამოწვევებში, რომლებიც სამომავლოდ ელოდებათ. ადგლობრივ თვთმმართველობასთან ექნებათ მჭირო კავშირი და კოორდინირებულად იმუშავებენ. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება მათ პეოექტების განხრციელებაში, ასევე ადილობრივი თვითმმართველობის კუთხით ექნებათ დიდი მხარდაჭერა. ვეძებთ ლიდერ ახალგაზრდებს, ვინც სამომავლოდ როგორც ჩვენს ორგანიზაციაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით იქნებიან დასაქმებულები და თვითრეალიზებას მიახდენენ“
,,მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს მხარდაჭერისთვის. გავითვალისწინებ მათ შენიშვნებს და მოსაზრებებს. ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ჩვენ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს“, აღნიშნა ახალგაზრდა საკრებულოს თავმჯომარე, თამთა ბზეკალავამ. 
ახალგაზრდული საკრებულო მორიგ შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს, სადაც კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია