14 | 12 | 2018

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან ერთად ქალაქ ლანჩხუთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულეს.
ზაზა ურუშაძემ ქალაქის ორი ქუჩა, აღმაშენებლის პირველი ჩიხი და ზენაიშვილის ქუჩა დაათვალიერა.
აღმაშენებლის პირველ ჩიხში დაგეგმილია და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაყვანა და საერთო საცხოვრებლის წინ მდებარე ტერიტორიის მოხრეშვა.

რაც შეეხება ზენაიშვილის ქუჩას, აქ არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ორივე ქუჩაზე ინდ.მეწარმე გ. ჯიბლაძე ასრულებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია