14 | 12 | 2018

სამუშაოები დროულად უნდა დასრულდეს

დღეს მუნიცპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და შესყიდვების განყოფილების თანამშრომლებთან მორიგი თათბირი გამართა.
თათბირის თემა მიმდინარე თუ დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
ზაზა ურუშაძის თქმით, ყველა პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარე წლისთვისაა დაგეგმილი, დროულად უნდა დასრულდეს.
- რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრთან გვაქვს შეხვედრა. ყველა სამუშაო უნდა იყოს დასრულებული, ლანჩხუთი აუცილებლად უნდა მოხვდეს წარმატებულ მუნიციპალიტეტებში, რადგან მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სამი წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებზე და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის მანძილზე 20 მილიონ ლარამდეა დახარჯული ლანჩხუთში, ეს იმას ნიშნავს, რომ ლანჩხუთში არაერთი პროექტი განხორციელდა და თანაც წარმატებით. ასევე უნდა გავაგრძელოთ მომავალშიაც, - აღნიშნა გამგებელმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია